მარიამ კუბლაშვილი ბრიტანელ ჟურნალისტს აკრიტიკებს
მარიამ კუბლაშვილი ბრიტანელ ჟურნალისტს აკრიტიკებს

A+ A-

×

14:42 11/02/2019

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ბრიტანეთის ტელევიზიის ერთ-ერთ წამყვან ჟურნალისტს, პიერს მორგანს აკრიტიკებს.

"ჩემი პირდაპირი ჩართვა შედგა ბრიტანეთის ტელევიზიის ITV Good morning Britain-ში, რომელიც უზარმაზარი გამოცდილებაა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. ჟურნალისტი პიერს მორგანი ითვლება ყველაზე აგრესიულ ოპონენტად თავის სტუმრებთან, იგი არ იცავს არანაირ ეთიკას და შეუძლია პირდაპირი, ხმამაღალი შეურაცხყოფა მოგაყენოს, დაგისვას კონტექსტიდან ამოვარდნილი კითხვები. მან ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს უწოდა მკვლელი და ძალიან აგრესიულად მოიხსენია, მან გამოხატა პირადი სიძულვილი. მსგავსი რამ საქართველოში რომ მომხდარიყო, ძალიან გამიკვირდებოდა“, - წერს კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მარიამ კუბლაშვილი მკვლელობაში ბრალდებულ ჯეკ შეფარდის ადვოკატი გახდა, ბრიტანული მედია მასზე ხშირად წერს. დეილი მეილი წერდა, რომ შეფარდის ადვიკატი წარსულში მოდელი იყო და პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გაიმარჯვა.