თბილისში ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა
თბილისში ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა

A+ A-

14:46 11/02/2019

თბილისში ხორაშაულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა.  

ქალი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა დაჭრის მიზეზი.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს ეჭვმიტანილი ქმარი ჯერ არ დაუკავებიათ.

თვითმხილველების ინფორმაციით,  მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები  და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.