ლაშა ტალახაძემ მსოფლიო საუკეთესო ძალოსნის ტიტული მეორედ მოიპოვა
ლაშა ტალახაძემ მსოფლიო საუკეთესო  ძალოსნის ტიტული მეორედ მოიპოვა

A+ A-

15:00 11/02/2019

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე დასრულდა გამოკითხვა 2018 წლის საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის.

გამოკითხვაში მონაწილეობა 30 000-მდე ადამიანმა მიიღო. გამოკითხულთა უმრავლესობამ საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელეს.

შეგახსენებთ, ტალახაძემ ეს ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა. მსოფლიო საუკეთესო ძალოსანი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი 2017 წელსაც გახდა.