კაცი, რომელმაც საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა
კაცი, რომელმაც საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა

A+ A-

180

15:09 11/02/2019

ბელგიის ქალაქ ლიეჟში  მიხეილ სააკაშვილისა და  ემიგრანტების შეხვედრა ხმაურით წარიმართა. ლიეჟში ჩავიდნენ  როგორც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, ასევე მოწინააღმდეგეებიც. მათ დარბაზში შესვლა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.

კონგრესის სასახლის შესასვლელში მომხდარ დაპირისპირებაზე სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მისამართით გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც მათი ნაწილი ცუდად გახდა და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ.

ლიეჟში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება. ვინ გამოიყენა წიწაკის სპრეი მიხეილ საააკაშვილის წინააღმდეგ შეკრებილი ემიგრანტების მიმართ? - როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ეს ზურა ავალიშვილია, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი გახლავთ. ის თელეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან”. ახლა ის  სტრასბურგში ცხოვრობს.

შეგახსენებთ, გუშინ  ლიეჟში, კონგრესის სასახლეში  მიხეილ სააკაშვილმა მოქმედი ხელისუფლება ყველა მიმართულებით გააკრიტიკა, თქვა რომ ახლა საქართველოში მის დასაბრუნებლად სიტუაცია მზად არ არის, თუმცა მან და მისმა მხარდამჭერებმა „ეს სიტუაცია უნდა მოამზადონ“. შეხვედრის დროს, რამდენჯერმე ვითარება დაიძაბა დარბაზშიც.