"მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა
"მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა

A+ A-

41

16:06 11/02/2019

"მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2019-ს ნაცვლად 2020 წელს შევა.  პროექტის 75 პროცენტი უკვე განხორციელებულია. ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, უკვე გაყვანილია 7 კილომეტრი და 800 მეტრი სიგრძის გვირაბი, დარჩენილია 2 კილომეტრი. ასევე, თითქმის სრულად აშენდა სათავე ნაგებობა და სხვა საჭირო შენობები.

ჰესის ექსპლუატაციაში გაშვებას 2020 წლის შუა პერიოდში ვარაუდობენ. აქამდე ცნობილი იყო, რომ ჰესი 2019 წელს ამუშავდებოდა, მაგრამ პროექტის დასრულება აღნიშნულ დროს ვერ ხერხდება.

"თანაინვესტირების ფონდმა“ "მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტი 2016 წელს წარადგინა. პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 131 მლნ აშშ დოლარია, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება.

"მტკვარი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ იქნება, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 251.5 მლნ კვტ.სთ.