საქართველოში 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო ბრენდის ავტომობილების იმპორტი 4-ჯერ შემცირდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2018 წელს ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდის ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ კი, MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილის იმპორტი თითქმის 73% არის შემცირებული, BMW-ეს კი დაახლოებით 50%-ით.
ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით მაინც MERCEDES-ის იმპორტი ხორციელდება. კერძოდ, 2016 წელს ამ მარკის 15 483 ავტომობილი შემოვიდა, ხოლო 2018 წელს 4 181 ავტომობილი.
MERCEDES-BENZ-ის შემდეგ იმპორტირებული ავტომობილების სიას BMW-ს მარკის ავტომობილი აგრძელებს. 2016 წელს ამ მარკის 5 040 ავტომობილი შემოვიდა, ხოლო 2018 წელს 2 506.
რაც შეეხება მაღალი კლასის ბრენდების სხვა ავტომობილების იმპორტს - PORSCHE-ზე მოთხოვნა იზრდება. 2016 წელს საქართველოში შემოვიდა 114, , ხოლო 2018 წელს - 155 PORSCHE-ს მარკის ავტომობილი.
JAGUAR-ი - 2016 წელს შემოვიდა 48, ხოლო 2018 წელს 46 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. 2016 წელს საქართველოში ყველაზე ცოტა BENTLEY-ის - 3 ავტომობილი შემოვიდა, ხოლო 2018 წელს - 6.
ხუთივე მარკის ავტომობილის ჯამური მონაცემის მიხედვით - 2016 წელს ჯამში 20 688 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, ხოლო 2018 წელს 6 894.