7 წელი უიტნი ჰიუსტონის გარეშე - როგორი იყო მსოფლიო დივას ტრაგიკული ცხოვრება
7 წელი უიტნი ჰიუსტონის გარეშე - როგორი იყო მსოფლიო დივას ტრაგიკული ცხოვრება

A+ A-

16:35 11/02/2019

ცნობილი ამერიკელი მომღერლის უიტნი ელიზაბეთ ჰიუსტონის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა. 2012 წლის 11 თებერვალს 48 წლის ასაკში უიტნი სასტუმრო „ბევერლი ჰილტონის“ საუთარი ნომრის (434) აბაზანაში, გარდაცვლილი იპოვნეს. ადგილობრივი პოლიციის თქმით, გვამს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

2012 წლის 22 მარტს გამოქვეყნდა დასკვნა და ოფიციალური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იგი ტრაგიკულად დაიხრჩო აბაზანაში, ხოლო ხელშემწყობ მიზეზებად დასახელდა გულის შეტევა და კოკაინის გამოყენება. მისი გარდაცვალების ამბავი დაემთხვა გრემის 2012 წლის დაჯილდოებას.      

უიტნი ჰიუსტონი, 2012 წლის 18 თებერვალს, ნიუ ჰოუფის ბაფტისტურ ეკლესიაში, ნიუ არკში დაკრძალეს. იქ, სადაც უიტნი ადრეულ ასაკში, ეკლესიის გუნდში მღეროდა. ცერემონია, 4 საათს გრძელდებოდა. შემსრულებლებთა შორის იყვნენ სტივი უანდერი, სისი ვაინანსი, ალიშა კისი. დაკრძალვას ესწრებოდნენ კევინ კოსტნერი, კლაივ დეივისი, მერაია ქერი, ოპრა უინფრი, რიკი მაინორი და დიონ ვორვიკი.

რაც შეეხება მის ცხოვრებასა და კარიერას. უიტნი დაიბადა 1963 წლის 9 აგვისტოს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში. მამა ჯონ ჰიუსტონი სახმედრო მსახური იყო,  დედა  - გოსპელის მომღერალი სისი ჰიუსტონი.

11 წლის ასაკში უიტნიმ სიმღერა ნიუ არკის ბაპტისტურ ეკლესიაში გოსპელის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო  და იქვე დაეუფლა პიანინოსაც. პირველი სიმღერა, რომელიც ეკლესიაში შეასრულა, იყო „Guide Me, O Thou Great Jehovah". მოზარდობის ასაკში დადიოდა წმინდა დომინიკის აკადემიაში, კათოლიკე გოგონათა სკოლაში, რომელიც კოლდუელში, ნიუ-ჯერსიში მდებარეობდა. იქ მან გაიცნო შემდგომში ყველაზე ახლო მეგობარი რობინ კროუფორდი, რომელსაც უწოდებდა "დას, რომელიც არასოდეს ჰყოლია“.

სკოლის ასაკში დედის ხელმძღვანელობით განაგრძობდა ვოკალური ხელოვნების შესწავლას. დედამ აგრეთვე გააცნო ჩაკა ხანის, გლედის ნაიტის და რობერტა ფლეკის სიმღერები –  სამივე შემსრულებელმა  შემდგომში იქონია გავლენა მის, როგორც შემსრულებლის სტილზე.

1980-იანებში დაიწყო მუშაობა ფოტომოდელად. მას შემდეგ, რაც კარნეგი-ჰოლში იგი ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა დედასთან ერთად სცენაზე იხილა. ფოტოსურათები იბეჭდებოდა ჟურნალში „Seventeen“ და იგი იქცა ერთ-ერთ პირველ შავკანიან ქალად, რომელიც ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. შემდგომში გამოჩნდა ჟურნალების „Glamour“,  „Cosmopolitan“ და „Young Miss“ გარეკანებზე, ისევე, როგორც სასმელის „Canada Dry“ რეკლამაში.
მოდელის კარიერის მიუხედავად, განაგრძობდა მუსიკალურ კარიერასაც. 18 წლისამ მენეჯერ ჯიმ ჰარვისთან გააფორმა კონტრაქტი,  სადაც სამსახიობო, საცეკვაო ხელოვნებასა და ვოკალს დაეუფლა. ამის შემდეგ უიტნი 1985 წელს ხმის ჩამწერ "arista records"-თან აფორმებს 2 წლიან ხელშეკრულებას და მისი პირველი ალბომიც გამოდის, რომლის 13 მილიონი ეგზემპლარიც გაიყიდა. უიტნის პირველი გრემი, სიმღერამ "saving all my love for you"-მა მოუტანა.

1990 წელს კი მან უფრო საცეკვაო სიმღერების კრებული გამოუშვა სახელწოდებით  "I, m your baby tonight".

კარიერის აწყობასთან ერთად,  უიტნიმ პირადი ცხოვრების მოწესრიგება დაიწყო. მას ხანმოკლე რომანები ჰქონდა ედი მერფთან და რენალ კანინგემომთან. ხანმოკლე რომანების შემდეგ უიტნი რიტმენ-ბლუზის ცნობილ შემსრულებელთან ბობ ბრაუნთან გააბა რომანი, მიუხედავათ იმისა,  რომ ბობი ცუდი რეპიტაციით იყო ცნობილი.
უიტნი და ბობი 2 წელში დაქორწინდნენ. მათ 800 კაციანი ქორწილი გადაიხადეს. თუმცა,  მალევე იჩინა პრობლემებმა თავი. გაუთავებელი კომფლიქტი და ბობის მუდმივი პრობლემები კანონთან. მეუღლის ასეთი საქციელის მიუხედავად, უიტნი ამ ყველაფერს შეეგუა და ეს მისთვის ჩვეულებრივ ამბავადაც კი იქცა.
დაქორწინებიდან 1 წელში  1993 წელს ქალიშვილი შეეძინათ ბობი ქრისტინა. 14 წლის განმავლობაში უიტნი ბობისგან ითმენდა ყოველგვარ შეურაცხყოფას, რამაც უიტნი ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახადა. 2007 წელს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. ამ ყველაფრის შემდეგ, მისმა ფანებმა ჩათვალეს, რომ უიტნი გამოსწორდებოდა, მან მკურნალობაც დაიწყო მაგრამ უშედეგოდ.  უიტნი ისევ ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა.

მისი გარდაცვალების დღეს, ბობიმ კონცერტი არ გააუქმა და მთელი კონცერტის განმავლობაში ტირილს ვერ იკავებდა, ჰაერში კოცნებს გზავნიდა და სულ იმეორებდა "I love you, whitney".

აღსანიშნავია, რომ უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებიდან ორ წელიწადში მისი ერთადერთი ქალიშვილი ბობი ქრისტინა, საკუთარ სახლში, დედის მსგავსად სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. 22  წლის ბობი 6 თვის განმავლობაში კომაში იყო, 2015 წლის 26 ივლისს კი გარდაიცვალა. როგორც უიტნის დაკრძალვაზე არ ყოფილა ბრაუნი, ასევე არც შვილის დაკრძალვას არ დასწრებია. ბობი კრისტინას დაკრძალვაზე მისი წერილი წაიკითხეს, სადაც ეწერა  "ყოველთვის მეყვარები".