2023-2024 წლიდან, შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად, ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს
2023-2024 წლიდან, შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად, ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს

A+ A-

181

16:40 11/02/2019

2023-2024 წლიდან, შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს.  ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა ქვეყანაში სკოლების სისტემა მოწესრიგდება, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრი.

„მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება შესაბამისად უზრუნველყოფილი, ამის შემდეგ დავიწყებთ გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრს. ეს იქნება საგნისა და უნარის კომბინაცია. ეს არის შორეული პერსპექტივა. ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ქართული ენისა და ლიტერატურის და უნარების კომბინირებული გამოცდა. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით, დავგეგმავთ და წინ წავალთ ისე, როგორც დაგეგმილია და სავარაუდოდ, ეს 2023-2024 წლებში მოხდება,“ - განაცხადა აბულაძემ.

ცნობისთვის, წელს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლის მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები გაუქმდა. მანამდე განათლების მინისტრმა მე-11 კლასის გამოცდეის მოხსნასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.