სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა
სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

A+ A-

34

16:43 11/02/2019

2019 წლის 11 თებერვალს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნული ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6461 შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული ინტრევენცია მიმდინარე წელს მერვედ შეასრულა, ხოლო თებერვალში უკვე მეორედ.

თუმცა ამის მიუხედავად, დოლართან მიმართებაში ლარი 3 თეთრით მაინც გამყარდა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შესავსებად 2019 წელს 120 მილიონი დოლარი შეისყიდა. აქედან 85 მლნ დოლარი იანვარში და 35 მლნ დოლარი - თებერვალში. რეზერვების მოცულობა ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზეა და 3.4 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

სავალუტო შესყიდვების გარდა, 30 იანვარს სებმა მომეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შეამცირა.