ზესტაფონის მერმა და ვიცე-მერმა თანამდებობები დატოვეს
ზესტაფონის მერმა და ვიცე-მერმა თანამდებობები დატოვეს

A+ A-

276

17:09 11/02/2019

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ეკა დუგლაძის თქმით, კახაბერ მახათაძე პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებს და განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს დაწერს. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

თავად კახაბერ მახათაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. თანამდებობა ასევე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ვიცემერმა ელგუჯა კვეტენაძემ.

მერის მოვალეობას დავით ჩირგაძე შეასრულებს, რომელიც ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამსახურში არ იმყოფება.

ცნობისთვის, კახაბერ მახათაძე თანამდებობას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებს.