"ეს ანგელოზი ბიჭიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პროექტს შეეწირა"
"ეს ანგელოზი ბიჭიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პროექტს შეეწირა"

A+ A-

×

17:25 11/02/2019

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რუსთავში, ბიძის მიერ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა, რომ შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პროექტს საქართველოს მორფის რესპუბლიკის გადაქცევის მცდელობის დამსახურება არის.

მისი თქმით, არასწორია გამოთქმა, რომ ადამიანის სხეული მისი საკუთრებაა და რასაც უნდა მას იმას უზამს.  

"როგორც ირკვევა, 13 წლის ძმისშვილის რუსთაველი მკვლელი მარიხუანას აქტიური მომხმარებელია. ეს ანგელოზი ბიჭიც შეეწირა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პროექტს საქართველოს მორფის რესპუბლიკად გადაქცევაზე. მაინტერესებს რას გვეტყვიან ნარკოტიკების ოფიციალურად დამკანონებელი ოლიგარქის ყასბები საკონსტიტუციო სასამართლოს სახით - ახლაც თვლით, რომ ადამიანის სხეული მისი საკუთრებაა და რაც უნდა უქნას თავის ორგანიზმს, მისივე ნებაა?“ - წერს  შალვა ნათელაშილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ რუსთავში 29 წლის მამაკაცმა საკუთარი 13 წლის ძმისშვილი, ცივი იარაღით მოკლა. მკვლელ ბიძას ფსიქიური პრობლემები ჰქონდა.