"რა, სად, როდის“ მაისიდან პირველ არხზე გავა

საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, რომ პირველ არხის ეთერში 2019 წლის მაისიდან დაიწყება გადაცემა “რა? სად? როდის?”.
გადაცემა, რომლის ქართული ვერსიის დებიუტიც 1996 წელს პირველი არხის ეთერში შედგა, წლების განმავლობაში "რუსთავი2“-ზე გადიოდა, თუმცა უკვე სამი წელია, გადაცემა ეთერში არ გასულა.
გადაცემის წამყვანი (კრუპიე) კვლავ გიორგი მოსიძე იქნება. მოსიძე ამჟამად პარლამენტის წევრია "ქართული ოცნებიდან".