დამნაშავე ის ადამიანია, ვინც ზარდიაშვილი პარლამენტში მოახვედრა - დავით ჭიჭინაძე
დამნაშავე ის ადამიანია, ვინც ზარდიაშვილი პარლამენტში მოახვედრა - დავით ჭიჭინაძე

A+ A-

159

17:43 11/02/2019

პარლამენტის წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ვანო ზარდიაშვილის განცხადებების შეფასებას აზრი არ აქვს. მისივე თქმით, დამნაშავეა ის ადამიანი, ვინც ზარდიაშვილი პარლამენტში მოახვედრა. ამის შესახებ ჭიჭინაძემ "2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.

"მე ვანო ზარდიაშვილის გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ, რადგან მაგას ჯერ თვითონ აქვს ბევრი ინსტანცია გასასვლელი და ის ადამიანია დამნაშავე, ვინც ზარდიაშვილი პარლამენტში მოახვედრა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მის გაკეთებული კომენტარების შეფასებას აზრი არ აქვს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, 9 დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ინიციატივა არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერა ვერ ექნება. შეგახსენებთ, 9 დეპუტატმა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა და მას ხელს აწერენ დაპუტეტები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი