ლიეჟში შეხვედრის შედეგმა სააკაშვილს ხასიათი გაუფუჭა - დავით ჭიჭინაძე
ლიეჟში შეხვედრის შედეგმა სააკაშვილს ხასიათი გაუფუჭა - დავით ჭიჭინაძე

A+ A-

×

18:25 11/02/2019

პარლამენტის წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრის შემდეგ დიდი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე, თუმცა ლიეჟმა რეალობა დაანახა.

ამის შესახებ ჭიჭინაძემ "2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე მომხდარ დაპირისპირებაში არანაირი ადგილი არ ჰქონია პროვოკაციას, რადგან სააკაშვილი თვითონ იყო აგრესიული მმართველი და ხალხიც მის მიმართ აგრესიას გამოხატავს.

"მიხეილ სააკაშვილი თვითონ პროვოკაციაა და რა პროვოკაციას უნდა ჰქონოდა ადგილი. საკუთარ თავზე გადამეტებულად დიდი წარმოდგენა აქვს.  ამერიკაში რომ შეხვდა ემიგრანტებს დიდი ეიფორიაში იყო, მაგრამ ლიეჟმა დაანახა რეალობა. თვითონაც ხალისი და მუხტი აღარ ჰქონდა, რომლითაც მანამდე იყო გამსჭვალული. შეხვედრის შედეგმა ხასიათი გაუფუჭა, რაც მისი განწყობიდანაც ჩანდა.

დაპირისპირებას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ იქ მისული ხალხი არ იყო განსაკუთრებულად მობილიზებული. უბრალოდ მათ გააჩნიათ აგრესია სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიმართ. სააკაშვილი თვითონ იყო აგრესიული მმართველი და ხალხიც მის მიმართ აგრესიას გამოხატავს. რაც დათესა იმას იმკის“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ,  ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.