რას გადაყვა ზესტაფონის მერი კახა მახათაძე?
რას გადაყვა ზესტაფონის მერი კახა მახათაძე?

A+ A-

674

19:00 11/02/2019

 ზესტაფონის მერი და მისი მოადგილე "საკუთარი განცხადებების საფუძველზე" თანამდებობებიდან გადადგნენ. მახათაძის გადადგომის შესახებ "2020NEWS" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა, როდესაც ზესტაფონელებმა მერის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გამართეს.

გახდა თუ არა მისი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი მაშინდელი საპროტესტო აქციები - უცნობია, მაგრამ "2020NEWS"-ის ის კი ცნობილია, რომ მასთან კითხვები საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ჰქონდათ და აქვთ. როგორც ჩანს, მახათაძეს სხვა კითხვებთან ერთად, იმ ბიზნეს-ინტერესებზეც მოუწევს პასუხების გაცემა, რომელიც ზესტაფონთან დაკავშირებით აქვს.

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, მახათაძეს ზესტაფონთან მხოლოდ ბიზნეს ინტერესები აკავშირებს და ქალაქის ბედი არ ანაღვლებს.

"მახათაძეს ზესტაფონთან მხოლოდ ბიზნეს-ინტერესები აკავშირებს. მას არ აქვს მორალური უფლება, იყოს ამ ქალაქის მერი და უნდა გადადგეს“, - აცხადებდა აქციების დროს  ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი.

თუმცა, იმ დროს მახათაძე გადადგომას არ აპირებდა.

“ტყუილებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ავიყვან ადვოკატებს და მათ  სასამართლოში მოუწევთ პასუხის გაცემა. ზესტაფონის მოსახლეობის 12 ათასმა ამომრჩეველმა მომცა ხმა და ეს ათი ადამიანი ვერაფერს მიზამს“, - განუცხადა კახა მახათაძემ მაშინ "2020NEWS-ს.

აქციებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი, კახა მახათაძემ და მისმა მეორე მოადგილემ წასვლა "საკუთარი განცხადების საფუძველზე" გადაწყვიტეს. 

 "გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ კახაბერ მახათაძე თანამდებობას ტოვებს. ფორმალური საკითხებია მოსაგვარებელი. მასთან ერთად თანამდებობა დატოვა მერის მეორე მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემაც. ელგუჯა კვენეტაძის ადგილას ნუგზარ ფერაძე დაინიშა. ასევე მერის მოვალეობას დროებით ნუგზარ ფერაძე შეეასრულებს, სანამ ვიცე-მერი დავით ჩირგაძე სამსახურში დაბრუნდება. ის ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურში არ დადის. როგორც ბატონი დავით დაბრუნდება სამსახურში, იმავე დღიდან მერის მოვალეობას შეასრულებს“, - განუცხადა სააგენტოს ეკა დუგლაძემ.

შეგახსენებთ, კახაბერ მახათაძე თანამდებობას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებდა.