წყნეთში მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა, დაშავებულია 7 ადამიანი
წყნეთში მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა, დაშავებულია 7 ადამიანი

A+ A-

×

10:36 12/02/2019

წყნეთში მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. დაშავებულია 7 ადამიანი, 6 დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი კი რეგიონალურ ჰოსპიტალში.

ექიმების თქმით, ერთის ზოგადის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ

ავტობუსის მძღოლის თქმით, მანქანა მუხრუჭის დაზიანების გამო დაგორდა.

"გავაჩერე, ჩამომსვლელები ჩამოვიდნენ. ამასობაში მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ, სიჩქარეში ვეღარ ჩავაგდე. ვიმარჯვე და იქ ხეებმა დაიჭირა. იყო შემოწმებული, მაგრამ ადამიანს შეემთხვევა რაღაც და რკინაა ბოლო-ბოლო“, - განაცხადა მძღოლმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.