ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს
ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს

A+ A-

×

11:15 12/02/2019

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული 29 წლის მამაკაცის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბრალდებული ამ დრომდე რუსთავის ფსიქიკური მედიცინის ცენტრში რჩება. სწორედ იქ წაუყენეს მას ბრალი, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ახალგაზრდა მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს რუსთავში ბიძამ ცივი იაღარით 13 წლის ძმისშვილი მოკლა. როგორც ცნობილია, მამაკაცს ფსიქიკური  პრობლემები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით დაიწყო.