შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

A+ A-

×

11:42 12/02/2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.