ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდა კატასტროფულად დაეცა
ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდა კატასტროფულად დაეცა

A+ A-

11:50 12/02/2019

ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდა კატასტროფულად დაეცა. 2018 წლის მონაცემებით, ბრიტანეთის მშპ მხოლოდ 1.4%-თ გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ზრდის ტემპის შენელების მიზეზად ისევ ბრექსიტს და მის შესახებ წარმოშობილ გაურკვევლობას უკავშირებენ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ უცხოური კაპიტალი გადინებას განაგრძობს.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთისათვის განსაკუთრებით ნეგატიური 2018 წლის  მეოთხე კვარტალი აღმოჩნდა, რა დროსაც ეკონომიკური  ზრდა 0.2%-მდე შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მანქანთმშენებლობა და საფინანსო ბაზრის შემცირება მიმდინარეობს, სიტუაცია კრიტიკული მაინც არ არის. შიდა ბაზრის გამოცოცხლებით უმუშევრობა 4%-მდე შემცირდა, რაც 10 წლიანი მინიმუმია.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა. ამომრჩევლის 51.89%-მა ხმა გაერთიანების დატოვებას მისცა. ფუნტის კურსი დოლართან 10 დღეში 1.49-დან 1.32-მდე დაეცა, კიდევ 3 თვეში კი - 1.22-მდე.

ევროკავშირის ოფიციალური დატოვების თარიღად 2019 წლის 29 მარტი სახელდება.