ხაშურში ერთმანეთს ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
ხაშურში ერთმანეთს ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

A+ A-

×

12:51 12/02/2019

ხაშურში ერთმანეთს ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის გამო შეფერხებული მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება სსკ 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი თავისუფლების 2-5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.