"არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ"
"არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ"

A+ A-

12:58 12/02/2019

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.  კირკიტაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი. აღნიშნულის შესახებ დავით კირკიტაძემ გურჯაანის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო... არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ", - განაცხადა კირკიტაძემ.

ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი გუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზევე მოხდება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.