სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდება
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდება

A+ A-

80

13:24 12/02/2019

17-19 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრები იუნესკო-ს გენერალურ მდივანთან, სენატის პრეზიდენტთან. იგეგმება სხვა არაერთი შეხვედრა, ასევე ინტერვიუები „ლე მონდთან“, „ფრანს 24“-თან, სხვა მედიასაშუალებებთან.

პრეზიდენტი ასევე ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. 20-21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.