სასამართლომ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ბიძა პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული ბიძა პატიმრობაში დატოვა

A+ A-

14:36 12/02/2019

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ბიძა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ არც ერთი დეტალი არ ახსოვს.

13 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ფსიქიატრიული დაწესებულებიდან სასამართლო დარბაზში მიიყვანეს. ის მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაცვის მხარემ სასამართლოს ექსპერტიზის დანიშვნის შუამდგომლობით მიმართა.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს რუსთავში საზარელი მკვლელობა მოხდა. ბიძამ 13 წლის მოზარდი ძმისშვილი ცივი იარაღით მოკლა. როგორც ცნობილია,  მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ბრალდებულის მეგობრების განცხადებით, მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, მის ფსიქიატრიულში დატოვებაზე დაწესებულებამ უარი განაცხადა, რადგან თანხის გადახდას ითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.