დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება
დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება

A+ A-

110

14:45 12/02/2019

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სადაც დღეს კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, მოსამართლემ პატიმრობის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასა და მის გათავისუფლეებას დაცვის მხარე მოითხოვდა.
დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გამოკვეთილი ახალი გარემოებების და სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესაძლებლობა არ არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.