13 თებერვალს ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
13 თებერვალს ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

A+ A-

×

17:29 12/02/2019

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. "

შეზღუდვის პერიოდში, შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნითა და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით შეიზღუდება.