მე რა შუაში ვარ ამ ამბავთან? - 13 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ბიძა
მე რა შუაში ვარ ამ ამბავთან? - 13 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ბიძა

A+ A-

18:09 12/02/2019

13 წლის ძმიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ბიძა, ვალერი ირემაძე ბრალს არ აღიარებს. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისთვის გაუგებარია ამ მკვლელობასთან რა კავშირშია.

”მე რა შუაში ვარ ამ ამბავთან, ვერაფრით ვერ გავიგე”, - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი წარედგინა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვანის განძრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვალერი ირემაძეს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს რუსთავში ბიძამ 13 წლის მოზარდი ცივი იარაღით მოკლა და 20-მდე ჭრილობა მიაყენა. საზოგადოებაში არსებული მოარული ხმები, რომ ბრალდებულს აღენიშნებოდა დანაშაულის ჩადენისას ფსიქიკური აშლილობა და იყო შეურაცხადი, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ დანიშნა სტაციონალური ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

დასკვნის შედეგად გაირკვევა, მართლაც შეურაცხადი იყო თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას. სწორედ ეს იქნება განმსაზღვრელი იმისა, მოხდება ბრალდებულის სისხლის სამართლებრივი წესით გასამართლება, თუ დაენიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა.