ეკლესია, აღსარება, ანაფორა, რწმენა .... შავი ჯიპები, "ბენტლიანი მამაო" და გაოცებული მრევლი
ეკლესია, აღსარება, ანაფორა, რწმენა .... შავი ჯიპები, "ბენტლიანი მამაო" და გაოცებული მრევლი

A+ A-

18:31 12/02/2019

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარულია ერთ-ერთი მამაოს ფოტო, რომელიც თბილისში ბენტლით გადაადგილდება.

საზოგადოების უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია, თუ ვინ იყო "ბენტლიანი მამაო" და დღეს სრულიად საზოგადოებამ ეს ინტერესი დაიკმაყოფილა.  "ბენტლიანი მღვდელი" მამა ათანესეა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ გაავრცელა.

"წუხელ მთელი საღამო ვწერდი არაა ბენტლით ის მამაო-თქოო და აღმოჩნდა, რომ მამა ათანასეა და ნამდვილად კოხტად მომხტარია ბენტლიზე. ერთი თვის წინ უყიდია და ძალიანაც ამაყად დასერნობს. რამდენად სწორია და ლამაზი ის თავად იცოდეს, მე ვერ განვიკითხავ! მაგრამ თბილისში ბენტლით მამაოო, რაღაც მთვარეზე ველოსიპედს გავს“, - წერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

როგორც ირკვევა, ძვირადღირებული  მანქანა  40 სებასტიელი მოწამის ტაძრის მამაოს ეკუთვნის. მამა ათანასეს, სანამ ბენტლის შეიძენდა, ჰყავდა ჯიპი სერიით "ოტეც“.

მამაოს ბენტლი 60 000 დოლარად აქვს შეძენილი, თუმცა ფული ჯერ ბოლომდე არ გადაუხდია. როგორც ცნობილია, ბენტლი საკმაოდ ძვირად შესანახი მანქანაა.

როგორც სოციალურ ქსელში კომენტარებში ვკითხულობთ, ბენტლიანი მამაოს ფოტომ ისედაც რწმენაშერყეულ ხალხს კიდევ უფრო შეურყია რწმენა სასულიერო პირებისადმი.

"ცხოვრებაში არც ერთი მამაოსთვის აღსარება არ ჩამიბარებია. განა იმიტომ რომ მათზე მეტი საშინელებები მაქვს ჩადენილი, უბრალოდ, ამათ რა უნდა მიშველონ?! ამათი ლოცვა ცამდე არ აღწევს, დარწმუნებული ვარ“, - წერენ სოციალურ ქსელში.

საზოგადოება ასევე იმედს გამოთქვამს, რომ არიან ისეთი მამაოებიც, რომლებიც იბრძვიან სამართლიანობისთვის და იმისათვის, რომ ხალხმა რწმენა არ დაკარგოს.

"რა თქმა უნდა, ბევრი მოძღვარი ასე არ იქცევა. ძალიან ბევრი მართლა ღირსეული ადამიანია ეკლესიაში, მაგრამ ბევრს თავის თავი თვით ღმერთად წარმოუდგენია. გათავხედნენ "ბაწიუშკები". რამდენი აუშენებელი ეკლესიაა, რამდენი გაჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახი. წინამძღვარი უნდა იყოს თვინგანწირვის, თავდაბლობის მაგალითი“, - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.

ფეისბუქზე ვარაუდს გამოთქვამენ, რომ მამაოს არც მანქანის შენახვა გაუჭირდება.

ერთ-ერთმა პირველმა ბენტლიან მამაოზე ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა:

“მამაოს, ბენტლი სულ სხვანაირად უხდება “- დაწერა ჟორჟოლიანმა და ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მამაო ბენტლს მართავს.

პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

“ვერც ახლა ხვდებით, რომ 13 თარსი და ნავსი არ არის? 

მამაოს ასწავლით თქვენა? ”

“იაფასიანი ფოტოშოპია, მაგრამ ეს სინოდის წევრთა “ვერცხლისმოყვარეობას” არ ამართლებს”

“ეს რომ შეგინდობს სულ სხვაა” , - წერდნენ ფეისბუქში.

ბენტლიანი მამაოს საკითხს მამა პეტრე კოლხი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ისეთ სასულიერო პირებს იცნობს, ხშირად ოჯახში პურიც ვერ შეაქვთ, რომ შვილები გამოკვებონ.

“არ ვიცი "ბენტლი” ვის ეკუთვნის, მაგრამ ისეთ სასულიერო პირებს ვიცნობ, ხშირად ოჯახში პურიც ვერ შეაქვთ, რომ შვილები გამოკვებონ… თუ სასულიერო პირების ნაწილი გაზულუქებულად ცხოვრობს, ესეც მრევლის ბრალია. სწორედ ისინი ყოფენ ღვთისმსახურებს კატეგორიებად…

მხოლოდ საკუთარი მოძღვარი მიაჩნიათ ცხონების გარანტად. სხვას კი სასაცილოდ იგდებენ… ასეთი მიდგომით არც თვითონ მიდიან სწორი გზით და სხვასაც არასწორ წარმოდგენას უქმნიან რწმენაზე, რელიგიაზე, საეკლესიო ცხოვრებაზე.

ქრისტე ერთია, ქრისტიანული მოძღვრება კი სამწუხაროდ, იმდენი ჩამოყალიბდა, რამდენიც მღვდელია… ისე, ქრისტე რომ გაჩერებასთან იდგეს და "ბენტლით” ჩავუარო, დარწმუნებული ვარ გაჩერების სურვილი არ ექნება…

ღმერთო, დააჩქარე მეორედ მოსვლა, თორემ ზოგს სახლიც არ აქვს, ზამთარში თავი რომ შეაფაროს!..” – წერს პეტრე კოლხი სოცილურ ქსელში.

"2020NEWS“ ბენტლიან მამაოსთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირებას შეეცადა. თუმცა, მას შემდეგ რაც გაიგეს, რა თემაზე გვინდოდა, საუბარი, ჩვენს ზარებს აღარ უპასუხეს.

საინტერესეოა, თავად "ბენტლიანი მამაო“ რას ფიქრობს - უნდა მოძრაობდეს თუ არა ღვთის მსახური ძვირადღირებული ავტომობილით იმ ქვეყანაში, სადაც ძალიან მძიმე სოციალური ფონია და ათასობით ბავშვი შიმშილობს.  ისე, ძალიან რთულად აღსაქმელია მამაო, რომელიც ქალაქში ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილდება.