თბილისში, ჩიქოვანის #75-ში ხანძარია
თბილისში, ჩიქოვანის #75-ში ხანძარია

A+ A-

83

19:05 12/02/2019

თბილისში, ჩიქოვანის #75-ში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. დამწვარია 50კვ.მ ფართობი. დაშავებულები არ არიან.

ხანძრის შესახებ შეტყობინება სახანძრო-სამაშველო სამსახურში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

შემთხვევის ადგილზე გასულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი და ამდროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.