ჩიქოვანის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ჩიქოვანის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

A+ A-

×

20:17 12/02/2019

სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი.

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.