ჩვენ შესახებ

A+ A-

136

პოლიტიკურ-ანალიტიკური პორტალი (ახალი ამბების სააგენტო) 2020NEWS 2018 წლის 28 თებერვლიდან იწყებს ქართულ მედია სივრცეში გამოჩენას.

ახლებური, თანამედროვე ხედვით და დიდი გამოცდილებით 2020NEWS მზად არის მკითხველს ყველაზე საინტერესო ინფორმაციები მიაწოდოს. ის, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის, რასაც სხვაგან ვერსად წაიკითხავს!

აქ, 2020NEWS-ის მკითხველები ექსკლუზიურ, ობიექტურ და ამომწურავ ინფორმაციებს მიიღებენ როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ.

აქ, 2020NEWS-ის მკითხველებისთვის განხილული იქნება ყველა ის მწვავე და პრობლემური საკითხი, რაზეც ხშირად საჯაროდ არ საუბრობენ.

აქ დავწერთ ყველა მოვლენის და ფაქტის შესახებ, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

აქ დავწერთ თქვენზე, თითოეულ მოქალაქეზე და ვიქნებით ბოლომდე თქვენს გვერდით, თუ ფიქრობთ რომ თქვენი უფლებები და თავისუფლება შეილახა; თუ ძალადობენ თქვენზე; თუ არ მოგწონთ რეალობა და გაქვთ მისი უკეთესობისკენ შეცვლის ხედვა და სურვილი. თუ შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ სახელმწიფოს იყოს უფრო დემოკრატიული, უფრო განვითარებული; განათლებაზე, წინსვლაზე და წარმატებებზე ორიენტირებული. სახელმწიფოს, სადაც ძირითადი ფასეულობა უნდა იყოს ადამიანი.

აქ დავწერთ და მოვუყვებით ყველას იმ ადამიანებზე, იმ ფაქტებზე და მოვლენებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნას ჩვენს ქვეყანაში.

აქ დავწერთ სიტყვის თავისუფლებასა და სიტყვის ძალაზე, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობაა და  ბოლომდე დავიცავთ ამ ფასეულობას.

ვიწყებთ ამ ამბიციით დღეს და ვქმნით თავისუფლების ახალ სივრცეს ყველასთვის!

განათლებული და თავისუფალი ადამიანები ქმნიან და უვლიან თავისუფალ სახელმწიფოს!