ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ეჯაილ სამიტი ჩატარდება

1713184029

ღონისძიების ორგანიზატორი Agile Mentor-ია, რომელიც უკვე მესამედ მართავს ეჯაილ სამიტს საქართველოში, ხოლო თიბისი მისი მუდმივი მხარდამჭერია, როგორც ტექნოლოგიური და ეჯაილ კომპანია.ღონისძიების მიზანია,  გააძლიეროს ეჯაილ საზოგადოება  საქართველოში და ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე. ეჯაილი არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ორგანიზაციებს სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვაში ეხმარება.  დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რადგან გარემო მუდმივად ცვალებადი და კომპლექსურია.ეჯაილ სამიტზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ საინტერესო გამოსვლებს ეჯაილზე, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, სადაც წამყვანი ქართული ეჯაილ ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ტრენდებს განიხილავენ,  დაუსვან  კითხვები ეჯაილ ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს და გაიცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა სექტორიდან.ინფორმაცია გამომსვლელებისა და აქტივობების შესახებ, იხილეთ აქ: International Agile Summitღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენთ აქ: tkt.ge-ზე.საერთაშორისო ეჯაილ სამიტის მხარდამჭერები არიან: ჯი პი აი ჰოლდინგი - ვენის სადაზღვევო ჯგუფი, Apeople, ღონისძიების პარტნიორები: GeoSoft, IT აკადემია Step, Space International, HR ასოციაცია, GITA, EduTech, Develor. 

Galt & Taggart საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ ვებინარს გამართავს

1713183632

ვებინარს Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი, დავით ნიშნიანიძე და ასოცირებული ბროკერი, ნიკა მაზანაშვილი გაუძღვებიან.ვებინარის პირველი ნაწილი დაეთმობა საფონდო ბირჟებზე წლის პირველ კვარტალში განვითარებულ მოვლენებს. სპიკერები მიმოიხილავენ მთავარ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და მათ გავლენას სექტორებსა და კომპანიებზე. ასევე, ისაუბრებენ, თუ რა მოლოდინებია ბირჟებზე მომდევნო სამი კვარტლის მიმართ.ვებინარის მეორე ნაწილში კი სპიკერები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ აქციები ან ფონდები და რომელ ფინანსურ მაჩვენებლებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ინვესტირებისას."მოხარული ვართ, რომ ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ვებინარის დახმარებით გაეცნონ საფონდო ბირჟების შესახებ სიღრმისეულ, კვლევებზე დაფუძნებულ მიმოხილვას და გაიგონ მეტი ინვესტირების პრაქტიკულ მხარეზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილებით, მომხმარებლებს ვთავაზობთ საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო მომსახურების ყველაზე ფართო არჩევანს, ამასთან, ვაძლევთ შესაძლებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და ივაჭრონ გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.ვებინარზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://galtandtaggart.com/ka/lead-from-analysisრეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეხვედრის ბმულს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ. 

თიბისი კონცეპტის და სითი მოლის შეთავაზება 16 აპრილს

1713174176

შეთავაზება ვრცელდება სითი მოლის ისეთ ობიექტებში, როგორიცაა: Ici Paris, The North Face, Paul & shark, Swarovski, Villeroy & Boch, Karl Lagerfeld, Dressarium Kids, Calzedonia, Intimissimi, Tezenis, Triumph, Carter’s, Body Shop, Lutecia, YVES ROCHER, Old Supra, Jo Malone, MAC Cosmetics, Sense Concept Store, Seletti, Replay, Jacadi, Okaidi, Voulez-Vous , Franco Fontana , Ambiente, Timberland, Diesel, Afflelou Paris, Atelier Rebul, Yamamay. 

4GB-ს მუსიკალურ ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო - ღონისძიების მხარდამჭერი "საქართველოს ბანკია"

1713173308

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ონლაინ, ვებგვერდზე არის შესაძლებელი. საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას კი ბილეთებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.Line Up-ის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი და მის ნახვას ვებგვერდზე შეძლებთ.ფესტივალის შესახებ:4GB რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება. სამწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კოვიდის პანდემიითა და უკრაინაში მიმდინარე ომით იყო გამოწვეული, ფესტივალი 2023 წელს დაბრუნდა და კვლავ აგრძელებს მსმენელისთვის დაუვიწყარი ემოციებისა და ღირებულებების გაზიარებას.

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1713210718

კუროდიდი ალბათობით, დღე წარმატებული იქნება, თქვენი პროექტებისათვის. ნუ გადაიღლებით.ტყუპებიგაგიადვილდებათ, გაარკვიოთ თქვენი წინსვლის დამაბრკოლებელი მიზეზები და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ახლა სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების დრო არაა.კირჩხიბიმიჰყევით მოვლენებს, მიენდეთ სამყაროს დინებას. ეცადეთ, თქვენი პოტენციალი სამომავლო გეგმების რეალიზაციისკენ მიმართოთ.ლომიმიღებული ცოდნა და ინტელექტი საშუალებას მოგცემთ, სწორად შეაფასოთ პროცესები.  გაქვთ შანსი, შეძლოთ თქვენი ჯანსაღი ამბიციების რეალიზება.ქალწულიმიუხედავად არსებული სიტუაციისა, მოგებისა და ფინანსური წარმატების მაღალია ალბათობა. შესაძლოა, კარგი რეკომენდაცია მიიღოთ სამომავლო ინვესტიციებთან დაკავშირებით.სასწორიდიდი ცვლილებების ალბათობაა. სამსახურის მხრივ, შესაძლოა, გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება.მორიელიაკონტროლეთ თქვენი ფინანსები და ხარჯები, ყველაფერი ჩვეულ რიტმში ვითარდება.მშვილდოსანიმიეცით გზა თქვენს ემოციებსა და გრძნობებს, მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა და მოუსმინეთ შინაგან ხმას.თხის რქამატერიალურ საკითხებზე ზრუნვისა და გეგმებისთვის მშვენიერი დღეა, იფიქრეთ ფინანსურ წყაროებზე, გააკეთეთ სამოქმედო სტრატეგიული მონახაზი.მერწყულიგამოიყენეთ ამ დღის შესაძლებლობები, მიჰყევით რეკომენდაციებს, მოაწესრიგეთ ურთიერთობები პირად სასიყვარულო, თუ საოჯახო ურთიერთობებში. ენდეთ ახლობლების რჩევებს.თევზებიურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდია, არ არის ეს დღე სასურველი ახალი კავშირებისა  დასაწყებად. მიჰყევით ჩვეულ რიტმს, ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს. 

ჯოზეფ ბორელის ბლოგი - "არა, დრო რუსეთის მხარეს არაა"

1713205263

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის პირობებში ევროკავშირი ამ ეტაპისთვის სანქციების 13 პაკეტზეა ერთხმად შეთანხმებული. ეს ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების ყველაზე მასშტაბური ძალისხმევაა. აღნიშნული სანქციები ჩვენს მრავალ თანამოაზრე პარტნიორთანაც არის შეთანხმებული. ამის მიუხედავად, უკანასკნელ თვეებში ხშირად გვესმის, რომ ამ უპრეცედენტო სანქციებმა შეიძლება, არ იმუშაოს. ეს ხმები განსაკუთრებით ხმამაღლა მაშინ გაისმა, როცა რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2023 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 3.6%-ით გაიზარდა.პუტინის რუსეთის ოფიციალური მონაცემები სიფრთხილით გადახედვას საჭიროებსუპირველესად, რუსეთის მსგავს ავტოკრატიაში, სადაც არ არსებობს ინფორმაციის თავისუფლება და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა, ოფიციალური ციფრების ნდობასთან სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ისევე საეჭვოა, როგორც უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. მეორე მხრივ, თავიდანვე ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ რუსეთის ეკონომიკა უკრაინაში შეჭრისთანავე ჩამოიშლებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გამუდმებით ხაზს ვუსვამდით, რომ ჩვენი სანქციები დაუყოვნებლად არ მოიტანდა აშკარა შედეგებს და რომ მათი მიზანი იყო, საშუალო ვადაში შეესუსტებინა რუსეთის უნარი, ეწარმოებინა თავისი ომი. ახლა სწორედ ამის მომსწრენი ვხდებით.2023 წელს რუსეთში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა „ომისდროინდელი კეინზიანიზმის“ პოლიტიკის კლასიკური შედეგი იყო, რაც ჯერ კიდევ 1930-იანი წლების გერმანიაში ვიხილეთ. 2024 წელს თავდაცვის ხარჯების წინა წელთან შედარებით 70%-იანი ზრდის შედეგად, რუსეთის ბიუჯეტის დაახლოებით 30% და მშპ-ის 6% ახლა ოფიციალურად ეროვნულ თავდაცვას ხმარდება, რასაც ემატება მნიშვნელოვანი რესურსები, რომლებიც გასაიდუმლოებულ ხარჯადაა მონიშნული. სამხედრო და თავდაცვის ხარჯები საბჭოთა კავშირის პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა.რუსეთის ეკონომიკა თავდაცვის ხარჯების სწრაფი ზრდით იკვებებარუსეთის ეკონომიკა იკვებება თავდაცვის ხარჯების სწრაფი ზრდით — მათ შორის ჯარისკაცებისა და უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებისთვის მიცემული მაღალი ფულადი კომპენსაციებით, რაც განსაკუთრებით ეხება შედარებით ღარიბ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს. ეს დინამიკა რეგიონულ ეკონომიკურ დისბალანსზეც ისახება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი სამხედრო ინდუსტრიის მქონე ან უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ომთან დაკავშირებული აქტივობების გამო უკეთესი ეკონომიკური სიტუაციაა.პუტინის რუსეთის მსგავს ავტორიტარულ რეჟიმში შედარებით მარტივია ეკონომიკის სამხედრო წარმოებაზე გადაწყობა, თუმცა ამას სხვა სექტორებისთვის უზარმაზარი ზარალი მოაქვს. ომის ეკონომიკაზე გადასვლა აუცილებლად გულისხმობს იმას, რომ განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, გზების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა თუ ენერგეტიკის სისტემებისთვის ნაკლები თანხა გამოიყოფა. ეს გადაწყობა უკვე აისახა ნეგატიურად რუსეთის რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე, რაც, მაგალითად,  გასულ ზამთარს რუსეთის რამდენიმე დასახლებაში ცენტრალური გათბობის სისტემების გაუმართაობით გამოვლინდა. თუ ომი გაგრძელდება, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.ჩვენი სანქციებიც უკვე ნეგატიურად აისახება რუსეთის საფულეზე. ქვანახშირსა და ნავთობზე ევროპის მიერ დაწესებული ემბარგოსა და ნავთობის ექსპორტზე დიდი შვიდეულის (G7) მიერ დადგენილი ზღვრული ფასის შედეგად, 2022 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, შემოსავალი, რომელსაც რუსული ეკონომიკა წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან იღებს, განახევრდა. ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ის, რომ რუსეთს წიაღისეული საწვავის ექსპორტი ვერ შესძლებოდა, რადგან ეს მსოფლიოს ენერგეტიკის ბაზრებზე უდიდეს კრიზისს გამოიწვევდა. სანაცვლოდ, ჩვენ გვსურდა, მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ამგვარი ექსპორტისგან მიიღებდა და ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ. ეს სავაჭრო მონაცემებით დასტურდება: როგორც წიაღისეულის მსხვილ ექსპორტიორს, რუსეთს ტრადიციულად უდიდესი მოგება რჩებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი მოგების მაჩვენებელი თითქმის ნულამდე დავიდა.რუსეთში მაღალი ინფლაციაა2022 წელს რუსეთის ეკონომიკას ინფლაციის მწვავე ზრდაც შეეხო, რაც მეტწილად დასავლური სანქციებითაა გამოწვეული. 2023 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია საგრძნობლად შემცირდა, თუმცა 2023 წლის შუა პერიოდიდან კვლავ გაიზარდა. ამჟამად რუსეთში წლიური ინფლაციის დონე 8%-ს ამატებს, მაშინ, როცა ევროზონაში ეს მაჩვენებელი 2.6%-ს უტოლდება. ეს განსაკუთრებით საკვების ფასებზე ისახება: მაგალითად, 2023 წელს 40%-ით გაიზარდა ფასი კვერცხებზე, რაც მრავალი რუსისთვის ყოველდღიური რაციონის ნაწილია. საშუალო რუსული ოჯახისთვის საკვების ხარჯი მთლიანობაში 30%-ზე მეტით გაიზარდა.2022 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული რუბლიც მუდმივად უფასურდება. ეს გარემოება იმპორტს აძვირებს. რუსული ვალუტის ვარდნის შესაჩერებლად და ინფლაციის გამოსასწორებლად, რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებული გახდა, მკვეთრად გაეზარდა თავისი მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი, რაც ამჟამად წელიწადში 16%-ს უტოლდება და ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთზე 3.5-ჯერ მაღალია. ომით გამოწვეული უდიდესი ხარჯი, იმპორტზე გაზრდილი ფასები და სამუშაო ბაზრის კრიზისი იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ინფლაცია მაღალი დარჩება, რაც ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთის ასევე მაღალ დონეზე დატოვებას აიძულებს.„ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები რუსეთში კერძო ინვესტიციებზე ნეგატიურად აისახება და თავად რუსეთის სახელმწიფოსაც უძნელებს სესხის აღებას. ინვესტიციათა შემდგომი სიმწირე რუსეთის ეკონომიკის მომავალზე სულ უფრო უარყოფით გავლენას მოახდენს“.იმავე დროს, ინვესტორებს რუსეთის ეკონომიკის მომავლისადმი იმდენად დაბალი ნდობა აქვთ, რომ რუსეთის მთავრობა იძულებულია,  თითქმის 14%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით აიღოს ათწლიანი სესხი. ამ დროს ევროზონაში შესაბამისი მაჩვენებელი საშუალოდ 2.9%-ს უტოლდება. რუსეთი უკვე განიცდის მნიშვნელოვან „კაპიტალის გაქცევას“ და ის სახელმწიფოებიც კი, რომლებსაც რუსეთი „მეგობარ ქვეყნებად“ მოიხსენიებს, რუსეთის მომავალზე ფსონის დადებას ერიდებიან. ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთები რუსეთში კერძო ინვესტიციებზე ნეგატიურად აისახება და თავად რუსეთის სახელმწიფოსაც უძნელებს სესხის აღებას. ინვესტიციათა შემდგომი სიმწირე რუსეთის ეკონომიკის მომავალზე სულ უფრო უარყოფით გავლენას მოახდენს.სანქციებისთვის გვერდის ავლის შეზღუდვაზე მუშაობააღიარებული ფაქტია, რომ რუსეთი ნაწილობრივ ახერხებს ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას. ეს უპირველესად მიიღწევა რუსეთის მეზობლებთან იმ პროდუქციის ექსპორტით, რომელიც მერე რუსეთში ხელახალი ექსპორტით ხვდება. ამის საპასუხოდ, ჩვენ დიდი შვიდეულის სახელმწიფოებთან ერთად მუდამ ვმუშაობთ იმაზე, რომ შევზღუდოთ მსგავსი გვერდის ავლები. ამისათვის ჩვენი მიზანია, მიწოდების ჯაჭვში ჩართული ყველა მოთამაშე იყოს საკუთარ ქმედებებზე ანგარიშვალდებული — ეს განსაკუთრებით ეხება ბანკებს, რომლებიც მსგავს ტრანზაქციებში მონაწილეობენ. ჩვენი ეს ძალისხმევა სულ უფრო ეფექტიანი ხდება. სანქციებისთვის ნაწილობრივი გვერდის ავლის მიუხედავად, რუსეთისთვის სულ უფრო რთულდება ომის საწარმოებლად საჭირო პროდუქციის — განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შეძენა. 2022 წლის თებერვლამდე პერიოდთან შედარებით, რუსეთს დღეს საჭირო პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილის მოპოვება შეუძლია გაცილებით მაღალ ფასში."2022 წლის თებერვლამდე პერიოდთან შედარებით, რუსეთს დღეს საჭირო პროდუქციის მხოლოდ მცირე ნაწილის მოპოვება შეუძლია გაცილებით მაღალ ფასში“.ეს დაბრკოლება უკვე აისახება რუსეთის ოფიციალურ სტატისტიკაზე. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთის ეროვნულ ანგარიშებში საინვესტიციო ხარჯები 20%-ზე მეტით გაიზარდა. თუმცა ეს იმის ნიშანი არაა, რომ რუსეთის ეკონომიკა თავბრუდამხვევი სისწრაფით ახდენს მოდერნიზაციას. პირიქით, რეალური ინვესტირების მოცულობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ინვესტირებაში დაფიქსირებული ეს ზრდა, ძირითადად, იმ წარმოების საშუალებების ფასის მკვეთრ მატებას ასახავს, რომელთა იმპორტირებასაც რუსეთი ჯერ კიდევ ახერხებს.როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმს აქვს უნარი, ქვეყნის ეკონომიკა იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებისკენ ერთბაშად მიმართოს. თუმცა ის გარემოება, რომ ომის საწარმოებლად საკმარისი დრონების, საბრძოლო მასალისა თუ სარაკეტო იარაღის შესაძენად რუსეთი ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავს ქვეყნებზეა დამოკიდებული, იმასაც ცხადყოფს, თუ რამდენადაა შესუსტებული მისი ინდუსტრია დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად. ომის დაწყების მერე რუსეთში ავტომობილების წარმოება განახევრდა. კოსმოსური ინდუსტრია, რომლითაც ერთ დროს ქვეყანა ასე ამაყობდა, დიდ განსაცდელშია. საჰაერო ტრანსპორტი ერთობ სახიფათო გახდა, რადგან ქვეყანას მისი შეკეთება, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და სათადარიგო ნაწილების მოპოვება უჭირს.რუსეთში შრომის ბაზრის მწვავე კრიზისიამეტიც, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა სწრაფად ბერდება და დემოგრაფიული მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2000 წლიდან  უარესდებოდა, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ასობით ათასი კვალიფიცირებული ახალგაზრდის გადინებამ, რასაც ომში გაწვეული, დაღუპული თუ დახეიბრებული ასობით ათასი ადამიანი ერთვის, შრომის ბაზარზე მწვავე კრიზისი გამოიწვია. ამ კრიზისის შესარბილებლად რუსეთის მთავრობამ ცენტრალური აზიიდან იმიგრაციას გაუხსნა კარი. თუმცა „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზზე მომხდარი ტრაგიკული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, ამ იმიგრანტებიდან მრავალი უკან გააბრუნეს, რამაც რუსეთში მუშახელის კრიზისი კიდევ უფრო გაამძაფრა.უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, რუსეთის ეკონომიკა ისე, როგორც არასდროს არის დამოკიდებული საბაზისო პროდუქტის საშუალო და მაღალტექნოლოგიურ საქონელზე გადაცვლაზე, რასაც ხშირად დაკლებული ფასით აკეთებს. ჩინეთი მის ამ სისუსტეს იმისთვის იყენებს, რომ ქვეყნისგან ნავთობი იაფად შეიძინოს. ის ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი საქონელი გაიტანოს რუსეთში, რომელიც თავის დიდ მეზობელზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. ამჟამად რუსეთის იმპორტის დაახლოებით 50% ჩინეთიდან მოდის.ჩვენმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეასუსტარომ შევაჯამოთ, მოსაზრება, თითქოს რუსეთის ეკონომიკა დასავლურ სანქციებს გაუძლებს და რომ მის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომში დრო რუსეთის მხარესაა, კრიტიკას ვერ უძლებს. თუ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევას — განსაკუთრებით მისი საბრძოლო მასალით მომარაგების მხრივ — მას გამარჯვება ძალუძს. რუსეთი, რომლის მოსახლეობაც, მართალია, სამჯერ უფრო დიდია, სინამდვილეში, ჩვენი სანქციების შედეგად მნიშვნელოვნად დასუსტებულია. დროის სვლასთან ერთად ამ სანქციების ეფექტი სულ უფრო საგრძნობი გახდება, რადგან ადამიანური კაპიტალი იწურება, ინვესტიციების მოცულობა და ხარისხი მცირდება და რუსეთს აღარ მიუწვდება ხელი იმ მაღალ ტექნოლოგიაზე, რომელიც მისი მომავლის უზრუნველსაყოფადაა საჭირო.ბლოგის ავტორი: ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიhttps://euneighbourseast.eu 

"მე შემიძლია მოგიტანოთ მტკიცებულებები ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე, ღარიბაშვილზე, რუხაძეზე და დაიწყეთ გამოძიება, იყოს გამჭვირვალე"

1713187670

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მოქალაქეებისთვის მიუღებელია."რატომ არ გინდათ მშვიდად, დაძაბულობის, ნერვიულობის, დაპირისპირების გარეშე მიხვიდეთ არჩევნებამდე? ხომ ხედავთ, რომ გარეთ ვნებათაღელვაა, შიგნით ვნებათაღელვაა, ეს არ არის კანონი, რომელიც აერთიანებს ხალხს, თქვენი ამოცანა უნდა იყოს საზოგადოების ერთობა, საზოგადოების დაქსაქსვით არ უნდა იყოთ დაკავებულები. რატომ შემოიტანეთ ახლა ეს კანონი? რატომ ემთხვევა, რომ აფხაზებს დაავალეს თებერვალში და ორ კვირაში თქვენ შემოიტანეთ, ეს რა, მართლა დამთხვევაა? არ ვიცი თქვენ გეფიქრებათ თუ არა ხაშურში წყალი იქნება თუ არა, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა ფიქრობს ამაზე და ფული არის გამოყოფილი 58 მილიონი, რომ წყალი იყოს ხაშურში. მაგალითად გარდაბანში არის ნიდერლანდების და გერმანიის თანხა წყალზე ასევე 200 მილიონი ლარი. მაგისტრალი რომ გიხარიათ, ეს არის დასავლური ფულით გაკეთებული, სკოლები რომ რემონტდება და ა.შ. ეს ყველაფერ იარის დასავლური ფულით გაკეთებული. ინტერნეტიზაციისთვისაც კი ასობით მილიონ ლარს ხარჯავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. გააჩერეთ ეს კანონი, არჩევნებია ხუთ თვეში, მიეცით ხალხს მშვიდად ცხოვრების და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ხუთი თვის მერე გაიმარჯვეთ და დაწერეთ ეს კანონი და მიიღეთ მქუხარე აპლოდისმენტებით. ხომ ამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გექნებათ და მიეცით ხალხს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა და თუ მოგცემთ ხალხი ხმას ამ რუსული კანონით კი ბატონო, მაგრამ თქვენ თვითონვე იცით, რომ ეს ასე არ მოხდება.და ბოლოს, სად იშოვა ივანიშვილმა ფული? სად იშოვა ფარცხალაძემ? რუსეთში და საქართველო გაძარცვა. მე შემიძლია მოგიტანოთ მტკიცებულებები ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე, ღარიბაშვილზე, რუხაძეზე და დაიწყეთ გამოძიება, იყოს გამჭვირვალე. საქართველოს მოსახლეობას უნდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და მიეცით ამ ხალხს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. გწყინთ რუსებს რატომ გვეძახითო და თებერვალში აფხაზებს დაავალეს, ახლა თქვენ. რუსეთი დასავლეთს ეუბნება, რომ გავლენა აქვს საქართველოზე და ის კანონი გავა, რომელიც მას სურს. ეს არის მთელი შინაარსი ამ კანონის და არ ვიცი შენ გეუბნებიან თუ არა ამის შესახებ, მაგრამ ეს არის მთელი სურათი. გაეცით ხალხს პასუხი - რატომ ჩქარობთ კანონის მიღებას?“, -  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"არ მახსენდება, რომ პუტინსაც კი ან ლუკაშენკოს ეკადროს ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება, რაც კობახიძისგან მოვისმინეთ"

1713185347

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე უარყოფითი ქმედებების რეკორდს ხსნის ელჩების დაბარებით."ბატონმა კობახიძემ გადაწყვიტა ახლა, რომ ყველა უარყოფითი რეკორდი უნდა დაანგრიოს, რომელიც "ქართულ ოცნებას"  შექმნილი აქვს და რომელიმე ერთს კი არ უტევს კონკრეტულად, კოლექტიურად მთელი დასავლური სამყარო ერთიანად გამოიწვია პოლიტიკურ დებატებში. ეს არის საოცარი უწიგნურობის, უცოდინარობის გამოვლინება და ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ელემენტარულ წესებში ვერ ერკვევა ან ერკვევა და შეგნებულად არღვევს ამ წესებს. არ მახსენდება, რომ პუტინსაც კი ან ლუკაშენკოს ეკადროს ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება, რაც კობახიძისგან გუშინ მოვისმინეთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.ირაკლი კობახიძემ გუშინ  განაცხადა, რომ დიპლომატებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ " კანონთან დაკავშირებით მსჯელობას სთავაზობდა. დღეს კი მთავრობის ადმინისტრაციაში ელჩებსა და ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა შედგა.

კახა კალაძე - მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო

1713180867

"მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო და ღია, საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია  გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით, რადგან აქ საუბარია მხოლოდ ერთ რამეზე: იმ კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას იღებენ დონორი ორგანიზაციებისგან, შეავსონ დეკლარაცია  და ეს იყოს გამჭირვალე“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება ქვეყნის ინტერესშია."ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა და ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში და მისცეს მითითება პარლამენტს, რომელიც უფლებამოსილია ხალხისგან, რა კანონი მიიღოს. არ მოგწონთ აღნიშნული კანონპროექტი? - აგერ ოქტომბერში მოდის არჩევნები, ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ, ძალიან მარტივია“, - განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძის თქმით, ის პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე იღებს."მე - კახა კალაძე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის - შენარჩუნებული იყოს სახელმწიფოებრიობა, სიმშვიდე და არავის მიეცემა უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე - რადიკალური ოპოზიციონერები როგორც შეუძლიათ, ისე აბულინგებენ ჟურნალისტებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს

1713180695

მისივე განმარტებით, კონკრეტული ოპოზიციონერები დღესაც, ისევე როგორც წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ზეწოლას განაგრძობენ."ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ლიბერალები არიან. სინამდვილეში ფაშისტებს უფრო ჰგვანან. ასეთები იყვნენ წარსულში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გვახსოვს, რა მძიმე მეთოდებით მართავდნენ ქვეყანას, ხალხს როგორ უსწორდებოდნენ. დღეს უბრალოდ ამის რესურსი არ აქვთ და როგორც შეუძლიათ, ისე აბულინგებენ ჟურნალისტებს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს და ა.შ. ძალიან მალე ეს ყველაფერი დამთავრდება და იქნება ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.