ანონსი

11 ივნისს, 10:00 საათზე – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ლაილა გადი ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის მექანიზმების გაძლიერების საკითხებზე პრეზენტაციას გამართავენ.
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, თამარ მეფის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

11 ივნისს, 11:00 საათზე – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 ივნისს, 11:00 საათზე – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში – 2018 წლის I კვარტალში
მის.: დადიანის ქ. #30

11 ივნისს, 11:00 საათზე – სასტუმრო “სტამბას“ ეზოში, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის წარდგენა გაიმართება. ღონისძიების შესახებ ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი კახა კალაძე ისაუბრებენ.

11 ივნისს, 11:30 საათზე – პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ცვეტა კარაიანჩევას შეხვდება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

11 ივნისს, 11:30 საათზე – გუდაურელი პარაპლანისტები და „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ პრეზიდენტი მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
თემა: გუდაურში ნაცემი რუსი და უკრაინელი მფრინავები, დაზიანებული მანქანები და დაპირისპირება.
მის.: მიხეილ ჭიაურელის #19
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

11 ივნისს, 12:00 საათზე – პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იმუნიზაციის ხელშეწყობის საკანონმდებლო ნორმების თაობაზე შეხვედრას გამართავს.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

11 ივნისს, 12:00 საათზე – საქართველოს უზენაესი სასამართლო, მოსამართლეების – ნინო ბაქაქურის, ზურაბ ძლიერიშვილისა და ბესარიონ ალავიძის შემადგენლობით, სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის უკანონოდ ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
მის.: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. #32, სხდომათა დარბაზი #7
საკონტაქტო ტელ.: 599 291202

11 ივნისს, 12:15 საათზე – პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ცვეტა კარაინჩევა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ხელი მოეწერება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს.
თბილისი, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი

11 ივნისს, 14:00 საათზე –ზვიად დევდარიანი და ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, თბილისის საქალაქო სასამართლოში (სამოქალაქო კოლეგია) სარჩელს შეიტანენ.
მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ
საკონტაქტო პირი ხათუნა პაიჭაძე – 591410545

11 ივნისს, 16:00 საათზე – “კავკასიურ სახლში“ „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირი“ და ჩეხეთის სათვისტომო საქართველოში, კონფერენციას ჩაატარებს.
თემა: „ჩეხეთ-საქართველოს საბრძოლო და ალპინისტთა მეგობრობა“.
მის.: გალაკტიონის ქ. #20, „კავკასიური სახლი“, პირველი სართული

11 ივნისს, 16:00 საათზე – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N534

11 ივნისს, 16:00 საათზე – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით საქართველოს 2019-2022 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პროექტის განხილვა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 ივნისს, 16:30 საათზე – პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

11 ივნისს, 18:00 საათზე – პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

11 ივნისს, 18:00 საათზე – პარლამენტის სტაჟიორებს სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11 ივნისს, 20:00 საათზე – „ფაბრიკაში“, გერმანიის საელჩოსა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, “გერმანული ენის თვის“ ფარგლებში ბერლინალეს ოქროს დათვის მფლობელი და ევროპული კინემატოგრაფიის გამარჯვებული ფილმის, ფატიჰ აკინის გახმაურებული კინოსურათის “კედლის პირისპირ“/“Gegen die Wand“ (2004) ჩვენება გაიმართება.
მის.: ეგნატე ნინოშვილის ქ. №8