გია გაჩეჩილაძე – უმცირესობამ ილოცოს, რომ უმრავლესობა არ დაიშალოს

325

“უმცირესობამ ილოცოს, რომ უმრავლესობა არ დაიშალოს“, – განუცხადა “2020NEWS”-ს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ.

როგორც გაჩეჩილაძე განმარტავს, კანონმდებლობის თანახმად, თუ ახალი უმცირესობა შეიქმნება, ამჟამინდელი უმცირესობის წარმომადგენლებს თანამდებობის დატოვება მოუწევთ.

“კანონმდებლობით ასეა. აი, მაგალითად ,,ევროპული საქართველოდან“ 22 არიან და საკმაოდ სერიოზულ თანმადებობებზე გვხვდებიან. იმ შემთვევაში, თუ ჩამოყალიბდა სხვა უმცირესობა, ისინი ამ თანამდებობებს ავტომატურად დაკარგავენ“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

“ისეთ პარლამენტში ვარ ნამყოფი, რომელიც ჩემს თვალწინ ინგრეოდა. ვარ ისეთ პარლამენტშიც ნამყოფი, სადაც 27 პარტია იყო და ავტომატიანი ხალხი იჯდა სხდომათა დარბაზში. ასე, რომ ასეთი რაღაცეები ჩემთვის უცხო არა არის“, – ამბობს გაჩეჩილაძე.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here