დავით სერგეენკო – არ არსებობს განსხვავება კლუბურ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის, ყველა მათგანს შეუძლია სიცოცხლის მოსპობა

70

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კლუბურ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის განსხვავება არ არსებობს.

„კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას უმორჩილესად ვთხოვო, როგორც მოქალაქემ, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა – არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის მოსპობა. ამიტომ, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, არ მიიღონ, ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარებისა და მიწოდების შემცირება იმისათვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here