ბენიამინ ნეთანიაჰუ – ევროვიზია 2019 იერუსალიმში ჩატარდება

37

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაასახელა ქალაქი, სადაც ევროვიზია 2019 ჩატარდება. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, მუსიკალური კონკურსი იერუსალიმში გაიმართება.

“ევროვიზია 2018”-ის გამარჯვებული ისრაელის წარმომადგენელი Netta გახდა სიმღერით TOY. შესაბამისად, ევროვიზიის კონკურსი 2019 წელს ისრაელში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის წარმომადგენელს ქართველი მაყურებლისგანაც უმაღლესი შეფასება – 12 ქულა ერგო.

ევროვიზია 2018-ის ფინალში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია და ჰოლანდია, ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია. ნახევარფინალების მეშვეობით შერჩეულ ამ ქვეყნებს შეუერთდნენ დიდი ხუთეულის ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი, ასევე წინა წლის გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი – ამ შემთხვევაში, პორტუგალია.

ევროვიზიის ფინალი საქართველოს გარეშე გაიმართა. ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალი 8 და 10 მაისს ჩატარდა. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად გამოვიდა, თუმცა ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. „ირიაომ“ შეასრულა სიმღერა – „შენი გულისთვის“.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here