გია ხუხაშვილი – ივანიშვილს სხვა გზა არ დაუტოვეს, ბიძინას დაბრუნება მათთვის კატასტროფაა, უნდა ეშინოდეთ….

360

„ვისას იყოფდნენ და რას იყოფდნენ არ ვიცი, მაგრამ რაღაცას იყოფდნენ“ – ეს განცხადება “2020NEWS“-თან საუბარში ექსპერტმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა „ოცნებელების“ მისამართით გააკეთა და დასძინა: „ივანიშვილს სხვა გზა არ დარჩა, რომ არ დაბრუნებულიყო საჯარო პოლიტიკაში. ამ პარტიის ვითომ ძლევამოსილმა ადამიანებმა მას სხვა ზა არ დაუტოვეს“.

„თქვენ გგონიათ ან კობახიძეს ან მდინარაძეს ან სხვა ვინმეს იმ პარტიაში, ძალიან უხარიათ ბიძინას მობრუნება?! – არა, რა თქმა უნდა. მათ ხომ დაიჯერეს, რომ მაგარი ბიჭები არიან, მთელი ძალაუფლება მათ ხელშია და ისინი მართავენ ქვეყანას. როდესაც რამე ფუჭდება, ყველა ბიძინასკენ იშვერს ხელს. სახლობანას თამაშობენ და თუ რამე ინგრეოდა და ინგრევა, ყველაფერს ბიძინას ტენიდნენ. ამათ რომ ისე შეხედო, მაშინვე მიხვდები, რამდენად დიდი წარმოდგენის არიან საკუთარ ძალაუფლებაზე, მაგრამ სად აქვთ ეს ძალაუფლება?!

„ბიძინას დაბრუნება მათთვის კატასტროფაა, გული უსკდებათ, რადგან კომფორტის ზონა დაერღვათ. ვითომ ბიძინას დაბრუნებას ღიმილით და ზეიმით რომ ხვდებიან, ასე კი არაა, შიშით კვდებიან. მაგრამ რომელი ერთი გაბედავს და ხმას ამოიღებს – ვერც ერთი!“ – აცხადებს „2020NEWS“ -თან საუბარში გია ხუხაშვილი.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლა“ 11 მაისს დაიწყო. „ოცნება“ განაჩენს ელოდება, საზოგადოება განაჩენის სანახაობას!

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here