კულტურული და ისტორიული ძეგლები, რომელთა რეაბილიტაციაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა

47

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე იმ კულტურული და ისტორიული ძეგლების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა რეაბილიტაციაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

„მინდა გაგიზაროთ ის მდგომარეობა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დარგში გვაქვს. უკვე დიდი ხანია ვრცელდება არაერთი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ნეგატიური ზეგავლენების შესახებ. ვინც დარგში კარგად ჩახედული არ არის,  ყველას გაუჩნდება განცდა, რომ მარტო ნეგატივია დარგში და სხვა არაფერი. არადა, პოზიტიური გაცილებით მეტი მგონია, ვიდრე ნეგატივი და ამის თვალსაჩინოებისთის წარმოგიდგენთ იმ აქტივობების ჩამონათვალს რასაც სააგენტო ახორციელებს როგორც სახელმწიფო, ასევე დონორების ბიუჯეტით. მათ შორის ყველაზე მძლავრი გახლავთ ფონდი „ქართუ“ და მისი ისტორიული ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი. ობიქტური შეფასება მომინდია თქვენთვის. დავიწყებ უკვე მიღწეული შედეგებით და დავასრულებ დღეს მიმდინარე პროეცესებით. რა თქმა უნდა ინფორმაცია სრულყოფილი და ამომწურავი ვერ იქნება, მაგრამ შთაბეჭდილება შეგექმნებათ.

2014 წლიდან მიღწეული შედეგები: 1. მცხეთის ისტორიული ძეგლები დაუბრუნდა იუნესკოს მემკვიდრეეობის ძირითად ნუსხას (2016 წ) 2. გელათი დაუბრუნდა იუნესკოს მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას (2017 წ) 3. ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა შევიდა მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ელემენტთა ნუსხაში (2016 წ) 4. საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება კულტურის სფოროში თანამშრომლობაზე და ხელშეკრულების ძირითად ნაწილს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობა. შედეგი ოშკის ტაძარზე იწყება რეაბილიტაცია, სადაც სრულფასოვნად იქნებიან ჩართულები ქართველი სპეციალისტები (2017-2018 წ.წ ) 5. მომზადდა კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის პროექტი. 6. შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო (გის) ბაზა.

დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები, ეს პროექტებია: 1.ვარძიის რეაბილიტაცია; 2.ნოქალაქევის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია; 3.მუცოს ციხე-სოფელის რეაბილიტაცია;  4.კუმურდოს ტაძრის აღდგენა; 5.აწყურის ტაძრის არდგენა; 6.ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია (დასრულდა 2016 წ); 7. მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია (დასრულდა 2016 წელს);  8. სქურის ტაძრის რეაბილიტაცია (დასრულდა 2016 წელს); 9. აწყურის ციხის რეაბილიტაცია; 10.ფიტარეთის რეაბილიტაცია; 11.სამშვილდის ნაქალაქარი (დაიწყო 2018 წელს);  12.დადიანების კომპლექსში ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია; 13. დადიანების კომპლექსში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია;  14. ატენის სიონის ქვის კონსერვაცია;  15. მცხეთის მცირე ჯვრის ქვის კონსერავაცია; 16. ანჩისხატის რეაბილიტაცია;  17. მეტეხის ტაძრის ქვის კონსერვაცია; 18. უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია;  19. გორის ციხის რეაბილიტაცია ( ტენდერი ჩატარებულია და დაიწყება სამუშაოები); 20. ვარჯაანის ეკლესია; 21. გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლზე რეაბილიტაცია და ახალი თანამედროვე მუზეუმის მშენებლობა (ძირითადი ნაწილი დასრულდა 2017 წელს) მიმდინარე წელს გრძელდაბა სამუშაობი; 22. დაიწყო მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის სამუზეუმო შენობის რეაბილიტაცია; 23. ხერთვისის ციხის ინფრასტრუქტურა (დასრულდა); 24. ოზისში ერისთავების სასახლის რეაბილიტაცია; 25. ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია; 26.მოდინახეს ციხის რეაბილიტაცია; 27.სხვიტორში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში რეაბილიტაცია; 28. ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია; 29. ნიკორწმინდის ტაძრის სრული რეაბილიტაცია; 30. დერჩის იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მხატვრობის კონსერვაცია; 31. სათხის მონასტრის რეაბილიტაცია ( იწყება მიმდინბარე წლის ივნისის თვეში ); 32. ალავრედის ჩრდილოეთ მინაშანის კონსერვაცია; 33. შუამთის მონასტერში არქეოლოგიური გათხრები;  34. სენაკის თეატრის რეაბილიტაცია; 35. ფოთის ნიკო ნიკოლაძის კოშკის რეაბილიტაცია; 36. გეგუთის სასახლის რეაბილიტაცია კონსერვაცია; 37. ენგურჰესის მსოფლიო დონის ატრაქციად ქცევი სამუშაოები; 38. გელათის მონასტერი რეაბილიტაცია ( განგრძობადი პროეცესია და მიმდინარეობს სამუშაობი 2008 წლიდან ); 39. ჩაჟაშის რეაბილიტაცია; 40. შორეთის მონასტრის რეაბილიტაცია; 41. თისელის ეკლესიის რეაბილიტაცია; 42. საფარის მონასტრის რეაბილიტაცია; 43. ნოღას ციხის რეაბილიტაცია; 44. ჭელიშის მონასტერის რეაბილიტაცია; 45. კალაურის მონასტრის რეაბილიტაცაია; 46. ბებრის ციხის რეაბილიტაცია (განგრძობადი პროცესია, სამუშაობი დაიწყო 2011 წელს); 47. წალენჯიხის ტაძრის მხატრობის კონსერვაცია; 48. უფლისციხის რეაბილიტაცია; 49. წეროსხევის ტაძრის რეაბილიტაცია; 50. საბუეს კომპლექსის პროექტირება და კონსერვაცია; 51. სეტფანწმინდის მუზეუმის რეაბილიტაცია; 52. კაცხის სვეტის სატრაპეზოს რეაბილიტაცია.

არექოლოგიური გათხრები 2014 წლიდან წლევანდელი წლის ჩათვლის 38 ობიექტზე განხორციელდა/დება.  არექოლოგიაზე სულ დაიხარჯულია 2 მილიონამდე ლარი, – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე.

 

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here