მაშველებმა მდინარე ალაზანში გადავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

21

ფშაველი-აბანო-ომალოს 56-ე კილომეტრზე, სადაც დამეწყრილ მონაკვეთზე მდინარე ალაზანია შეგუბებული, გუშინ ავტომანქანით გადავარდნილი 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავებმა 10 მეტრი სიღრმის წყალში ცხედრის სამძებრო სამუშაოები დილით განაახლეს და ამ დროისათვის მამაკაცის ცხედარი სამხარაული ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

გარდაცვლილი მამაკაცი ერთ-ერთ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა, რომელიც თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. მძღოლი შეგუბებული წყლის პირზე ალტერნატიული გზის გასაყვანად მანქანიდან ხრეშის დაყრას ცდილობდა, რა დროსაც ნაპირი წყალში ჩაიშალა და მძღოლი მანქანიანად წყალში გადავარდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here