დავით სერგეენკო – ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, როგორც 2012-ში, ასევე 2018-ში

111

“ნუ ჩამომართმევთ საკითხის მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, როგორც 2012-ში ასევე 2018-ში”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში განუცხადა, სადაც გარდამავალი მთავრობის შემადგენლობის მოსმენა დაიწყო. დავით სერგეენკოს განცხადებით, პრემიერის პრეროგატივაა, საზოგადოებას მოახსენოს, რა ცვლილებები იგეგმება და რა იქნება ამ ცვლილებების დადებითი მხარეები.

„ძირითადად მოქმედი მთავრობა იქნება წარდგენილი, რომ შემდეგ პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცეს, უკვე ახალი მთავრობა დააკომპლექტოს. რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებებს, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ეს ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მან მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here