პარლამენტში დროებოთი მთავრობის მინისტრების კანდიდატების მოსმენა დაიწყო

13

საკანონმდებლო ორგანოში ახალი პრემიერისა და ძველი მთავრობის დამტკიცებისთვის მთავრობის ძველი პროგრამის მოსმენა იწყება. მოსმენა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ეტაპობრივად მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

თავდაპირველად დეპუტატები ეკონომიკური ბლოკის, ასევე ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. ამის შემდეგ კი 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვანი მინისტრობის კანდიდატები მივლენ.

მინისტრობის კანდიდატები ამბობენ, რომ თუ მთავრობის გუნდში დარჩენის შემოთავაზება იქნება, ისინი ამ შემოთავაზებას დათანხმდებიან.

„განახლებული გუნდის შემადგენლობაზე, რომელიც სამი კვირაში წარდგება პარლამენტის წინაშე, რა თქმა უნდა, გუნდში არის კონსულტაციები, მე ჩართული ვარ ამ კონსულტაციებში და ღრმად ვაცნობიერებ, რომ საზოგადოებისთვის ეს მნიშვნელოვანია და მათი ინტერესი რელევანტურია, მაგრამ ყველაფერს თავის წესი აქვს და ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ პირველი სიტყვა.

ჩემს სურვილს რაც შეეხება, ნუ ჩამომართმევთ საკითხის მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა, ვიდრე პოლიტიკოსობა, ისევე როგორც 2012-2013 წელს“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღევანდელი განხილვა, რომ ფორმალობაა, ამას მინისტრობის კანდიდატები ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, მზად არიან არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here