კახა კალაძე ბაღების მართვის საგენტოს ხელმძღვანელს და საბავშვო ბაღების დირექტორებს აფრთხილებს

214

დედალაქის მერი კახა კალაძე საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს კახა გვანცელაძეს და საბავშვო ბაღების დირექტორებს აფრთხილებს.

“ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მინდა თქვენი საშუალებით გავაფრთხილო ყველა, რომ არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბავშვების რეგისტრაცია მოხდეს ვიღაცის დახმარებით, ნაცნობობით. ეს ჩემთვის კარეგორიულად მიუღებელია. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მინდა პირდაპირ ვუთხრა: არავინ გაბედოს არც სააგენტოში და არც მერიაში ვინმეს პროტექციონიზმის განხორციელება. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა გამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ამისათვის არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიყოთ მართალი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ვიღაცას მერიაში ჰყავდეს ნაცნობი, ვიღაცას საკრებულოში და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყო. მეორე ეტაპი 22 ივნისს დაიწყება.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here