საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელში იმყოფება

12

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ისრაელის სახელმწიფოში  იმყოფება. დელეგაცია პარლამენტების ისრაელთან მეგობრობის ჯგუფების თავმჯდომარეებისთვის ისრაელის ქნესეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს.

კონფერენცია ტარდება ისრაელის სახელმწიფოს და ქნესეთის დაარსების 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ეს არის პირველი მსგავსი ფორმატის კონფერენცია, რომელშიც წარმოდგენილია 30-ზე მეტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის შეხვედრებში და პანელ დისკუსიაში.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here