რომან გოცირიძე – ახლა მივიღეთ ყველაზე უხარისხო მთავრობა, ახლა თამაშობენ ჭ კლასში, თავისი ცოდნით, გამოცდილებით და უნარებით

71

“ახლა მივიღეთ ყველაზე უხარისხო მთავრობა, ახლა თამაშობენ ჭ კლასში, თავისი ცოდნით, გამოცდილებით და უნარებით”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძე აცხადებს, ყველაზე დიდი დამღა მმართველ გუნდს თეა წულუკიანის სახით აქვს.

“ქართული ოცნების” მთავრობა ყოველთვის თამაშობდა მეორე ლიგაში, შემდეგ ხდებოდა დაქვეითება და გადადიოდა მესამე და მეოთხე ლიგაში, ახლა მივიღეთ ყველაზე უხარისხო მთავრობა, ახლა თამაშობენ ჭ კლასში, თავისი ცოდნით, გამოცდილებით და უნარებით. ყველას მაგარი დამღა აქვს ზურგზე ერთი ქალბატონის, წულუკიანის სახით. ცნობილი მოვლენაა, რომ ერთი წვეთი ნავთობი აფუჭებს 25 ლიტირ წყალს, სულ ანგელოზები, რომ იყვნენ ათივე, ამ მეთერთმეტეს პირობებში ქართული ოცნება იქნება ისეთივე დაღდასმული, როგორიც იყო ყოველთვის. წულუკიანის დატოვება მთავრობაში, არის კარგი ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, სამწუხაროდ, არის ძალიან ცუდი ქართველი ხალხისთვის, ამიტომ გვწყდება გული, თორემ ჩვენთვის ეს არის საჩუქარი”, – განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატის განცხადებით, ახალი დანიშნული მინისტრები სულ მალე გახდებიან კარგი წყაროები კომედიური შოუებისთვის.

1 კომენტარი

  1. კუპონა, ხომ არ გავიწყდება ვინ იყავი და რა დამართე საქართველოს? ერთი ტომარა კუპონი ჭირდებოდა ათი კილოგრამი ხორცის შეძენას და კიდევ მრავალი სხვა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here