სააკაშვილი, ახალაიები, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, კეზერაშვილი – ოკუპირებულმა აფხაზეთმა ე.წ. შავი სია “პარლამენტს” და “მთავრობას” გადაუგზავნა

7

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საპასუხოდ ოკუპირებული აფხაზეთი შავი სიის საკუთარ ვერსიაზე მუშაობს. არასასურველი პირების ჩამონათვალი ე.წ.-მა რესპუბლიკურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეადგინა და საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტსა და მთავრობას გადაუგზავნა. სია 26-კაციანია.

ჩამონათვალში მოხვდნენ: მიხეილ სააკაშვილი, ბაჩო და სოსო ახალაიები, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, მეგის ქარდავა, დავით კეზერაშვილი, რომა შამათავა, თენგიზ კიტოვანი და სხვები.

შავ სიაში შესულ 26-ვე პირს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here