ჭუბერში სტიქიის გამომწვევი მიზეზები – გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები პირველ დასკვნას აქვეყნებენ

8

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ჭუბერში მომხდარი სტიქიის მიზეზების შესახებ პირველ დასკვნას აქვეყნებენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მდინარე ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექი მოვიდა, ასევე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურების ფონზე, ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურმა პროცესმა ხეობაში არსებული მეწყრულ-გრავიტაციული უბნების და ღვარცოფული წყალსადინარების გააქტიურება გამოიწვია.

სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებელია მდინარე ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგის ქსელი. ასევე საჭიროა ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარება.

გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიის პერიოდში განვითარებული მოვლენების ამსახველი ანიმაციის და შესაბამისი ანგარიშის გამოქვეყნებასაც გგეგმავს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here