18 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 20 წლის პირი დააკავეს

7

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ლ.მ., ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული  თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.მ.-მ თანამზრახველებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოხმელში მცხოვრები ს.მ.-ს კუთვნილი 18 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სადგომიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, შემთხვევის ადგილიდან 30 კილომეტრში, სოფელ ტალავერთან, იმ დროს დააკავეს, როდესაც მას მოპარული პირუტყვი გადაჰყავდა. პოლიციამ 18-ვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი პატრონს დაუბრუნა.

სამართალდამცველები, დაკავებულის თანამზრახველების დადგენა-დაკავების მიზნით, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სსკ-ს 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here