გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეეფარდა

85

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან ლუაშვილის გადაწყვეტილებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ჭანტურიამ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. ჭანტურიას თქმით, მან პირველად დაკავების შემდეგ დატოვა ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ საშუალება ჰქონდა სხვა ქვეყენაში დარჩენილიყო, ჩამოვიდა. ამასთან, როგორც ის აცხადებს, საქმის არც ერთ მოწმესთან მისულა და არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here