კანადაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

44

კანადაში, ქალაქ ფრედერიქტონში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი სამართალდამცველია.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი თავდამსხმელი, მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია.

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სამართალდამცველები რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებენ, არ გავიდნენ სახლებიდან, სანამ  სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here