მაშველებმა ქობულეთში 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს

117

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს: “დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები!”

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here