პრეზიდენტის მრჩევლებმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს

3

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების და სამოქალაქო სექტორის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კონსულტაციებზე მხარეებმა იმსჯელეს კანდიდატის კრიტერიუმებზე, შერჩევის პროცესსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც სასამართლო სისტემის წინაშეა.

“შევხვდით იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს წლების განმავლობაში უწევენ მატერიალურ თუ ინტელექტუალურ დახმარებას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის მართლმსაჯულების თემაზე. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. აღინიშნა, რომ ვაშინგტონი დიდი ინტერესით აკვირდება ამ პროცესს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს. დღევანდელ შეხვედრაზე ამ ფორმატიდან გამომდინარე და იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხვდებოდით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კონკრეტულმა კანდიდატებმა, გვარებმა და სახელებმა არ გაიჟღერა, თუმცა გაჟღერდა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესს ჰქონდეს ნდობა, ჩართულობა, გამჭვირვალობა. სწორად იქნეს გააზრებული ის პრობლემატიკა, რაც უდგას ქართულ მართლმსაჯულებას და აი, აქედან გამომდინარე, იმ საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით, დასახელებული იქნეს საბოლოო ჯამში ღირსეული კანდიდატი, რომელიც იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი,“ – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ კონსულტაციას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, ევროკავშირის, გაერო-ს, ევროსაბჭოს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები.

პასუხის დატოვება

Please enter your comment!
Please enter your name here